შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

2016-03-16 13:08:57

 

2016 წლის 16 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანსა და ევროკავშირის ელჩ იანუშ ჰერმანს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ივონ გოგოლი.

ევროკავშირის ელჩმა იანუშ ჰერმანმა ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ინსპექტორის ინსტიტუტის როლს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის თემას შეეხება.

„ინსპექტორის აპარატი აქტიურად მონაწილეობს ევროპის კავშირთან საქართველოს მიერ დადებული სტრატეგიული დოკუმენტების პრაქტიკაში დანერგვის პროცესში, ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად მნიშვნელოვანია რეფორმები კვლავ გაგრძელდეს“ - აღნიშნა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

იხილეთ ფოტოგალერეა: