ინსპექტორის აპარატში სტუმრად იმყოფებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი
2016-03-15 13:05:402016 წლის 15 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი აპარატის წარმომადგენლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურ სამართლებრივ მრჩეველს, ქალბატონ ნედა დოჯჩინოვიჩს და საქართველოში ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ქარდავას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წესები პერსონალურ მონაცემთან დაცვასთან დაკავშირებით და აღნიშნული ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზაციის საკითხში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები, ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში და მათი შესაბამისობა ევროპის დონეზე მიმდინარე რეფორმებთან. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები და ის პრობლემები, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხვდება შესაბამისი უწყებებისგან მონაცემთა გამოთხოვისას, ასევე ისაუბრეს მონაცემთა საზღვარგარეთ გადაცემის საფუძვლებზე.
მხარეები შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ