ინსპექტორის აპარატში კონსულტაციის დღე გაიმართება
2016-02-23 12:56:46
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში მიმდინარეობს კონკურსები სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე.
კონკურსანტების ინტერესის და შემოსული შეკითხვების გათვალისწინებით, 2016 წლის 25 თებერვალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში (მის: ვაჩნაძის #7) გაიმართება კონსულტაციის დღე და სხვადსხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ:
- 15:00 - ინსპექტირების დეპარტამენტი;
 - 16:00 - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
 - 17:00 - იურიდიული დეპარტამენტი.
 
ინსპექტორის აპარატში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ მითითებულ ბმულზეhttp://personaldata.ge/ge/about-us/vakansiebi