ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსებში ნამუშევრების მიღება დასრულდა
2016-01-21 12:47:22
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში ნამუშევრების მიღება დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობს - 45 პოსტერი, 18 ფოტო და 8 ვიდეონამუშევარი.
ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულებზე:
ვიდეონამუშევრები - https://www.facebook.com/media/set/?set=vb.295537447255774&type=2
ფოტონამუშევრები და პოსტერები -
https://www.facebook.com/media/set/?set=a.673919162750932.1073741873.295537447255774&type=3
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიაში:
- ხალხის რჩეული - like;
 - ჟიურის რჩეული;
 - ინსპექტორის რჩეული;
 
ჟიურის შემადგენლობაში შედიან:
- ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი;
 - ჟურნალ "ინდიგოს" დიზაინერი თორნიკე ლორთქიფანიძე;
 - ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი;
 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე - ნიკოლოზ ბრეგვაძე;
 
შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე ხმის მიცემა ამჟამადაც მიმდინარეობს და 24 იანვრის შემდეგ მიღებული like-ები არ ჩაითვლება კონკურსში.
გამარჯვებულების ვინაობა 25 იანვარს ინსპექტორის აპარატის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გახდება ცნობილი. სამივე კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდება და მათ გადაეცემათ შემდეგი პრიზები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ლეპტიპი, პლანშეტები, სმარტფონები.
გამარჯვებულების დაჯილდოვება 28 იანვარს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
კონკურსების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თემის პოპულარიზაციაში მეტი ადამიანის ჩართულობა.
კონკურსების პარტნიორები არიან: ინოვაციების და რეფორმების ცენტრი IRC და European Law and Human Rights International Law Institute საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.