თამარ ქალდანის სამძიმრის წერილი
2016-01-13 12:45:36თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ზეკი ლევენტ გუმრუქჩუ,
ნება მიბოძეთ, გამოვხატო ღრმა მწუხარება გუშინ სტამბულის ცენტრში, სულთან აჰმედის მოედანზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგლოვობთ აღნიშნული მოვლენების შედეგად დაკარგულ სიცოცხლეს და ვიზიარებთ თქვენს მწუხარებასა და ტკივილს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სახელით, მსურს გამოვხატო სოლიდარობა და გამოვთქვა სამძიმარი თქვენი, თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი, დაზარალებულთა და მათი ოჯახების მისამართით.
ბატონო ელჩო, გთხოვთ, წინამდებარე წერილი მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დასტურად თქვენი, თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხის მიმართ.
ღრმა პატივისცემით,
თამარ ქალდანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი