შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან
2015-12-22 12:25:022015 წლის 22 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით უმაღლესი სასწავლებლებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს კიდევ ერთხელ გაცნობა და მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებების განმარტებება.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე / სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ვალერიან გობრონიძე.
შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ინსპექტორის როლსა და ფუნქციებზე, დღეს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ასევე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დგას უნივერსიტეტეში.
იხილეთ ფოტოგალერეა.