პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი GPEN-ის წევრი გახდა
2015-12-16 12:21:302015 წლის 16 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის გლობალური ქსელის (GPEN) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ქსელის მიზანია წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. გაერთიანება აქტიურად მუშაობს ქვეყნებში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის აღსრულების და წევრ ქვეყნებში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის GPEN-ის წევრობა მნიშვნელოვანი პლატფორმა და ახალი შესაძლებლობაა, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მსოფლიოში პერსონალური მონაცემების კუთხით მიმდინარე პროცესებზე და იყოს დისკუსიების მონაწილე, ასევე ქვეყანაში არსებული რეფორმები გააცნოს პარტნიორ ქვეყნებს.
ქსელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების მთავრობების 2007 წლის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა და მისი წევრები არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ბელგიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიტვის, ალბანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები.