სტრასბურგში პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე მსჯელობენ
2015-12-09 12:17:40


შეხვედრაზე განიხილავენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების თანამშრომლობის შესაძლო ბარიერებს, სამდივნოს მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებს დიდი მოცულობის მონაცემების (BIG DATA) დამუშავების შესახებ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის შესახებ განახლებულ რეკომენდაციას და საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა ინფორმაციის შესახებ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას.
საკონსულტაციო კომიტეტი არის ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108-ე კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც ახდენს კონვენციის დებულებების ინტერპრეტირებას და კონვენციის იმპლემენტაციის გაუმჯობესებას. საქართველოს კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოადგენს