საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ევროპის საბჭოში
2015-11-26 12:09:12
2015 წლის 16 - 19 ნოემბერს საქართელოს დელეგაცია ვიზიტით ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისა და ექსპერტებისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების გაცნობა იყო.
საქართველოს დელეგაციამ თემატური შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკთან, ვენეციის კომისიის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორატის, დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის და თანამშრომლობის დეპარტამენტის, ინფორმაციული საზოგადოების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
დელეგაციას პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, დელეგაციის წევრი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. მისი შეფასებით, შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის.