პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციის აკრედიტებული წევრი გახდა
2015-11-26 12:07:522015 წლის 25-29 ოქტომბერს ამსტერდამში, ნიდერლანდების სამეფოში, გამართულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის 37-ე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აკრედიტებული იქნა კონფერენციის სრულუფლებიან წევრად.
პერსონალური მონაცემების დაცვის კონფერენცია ICDPPC არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საერთაშორისო ასამბლეა. მასში წარმოდგენილია 63 ქვეყნის 101 საზედამხედველო ორგანო და ევროპის კავშირი. გარდა ამისა, კონფერენციაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას იღებს 16 სხვადასხვა დაწესებულება 7 ქვეყნიდან და 5 საერთაშორისო ორგანიზაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის 37-ე საერთაშორისო კონფერენციის დახურულ სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს აკრედიტაცია, აკრედიტაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://icdppc.org/wp-content/uploads/2015/02/Accreditation-resolution-2015.pdf
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონფერენცია პერსონალურ მონაცემების დაცვის თემაზე ერთერთი წამყვანი საერთაშორისო გაერთიანება, რომლის აკრედიტებული წევრობა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა წარვადგინოთ როგორც ჩვენი საქმიანობა, ასევე მივიღოთ ინფორმაცია სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ" - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.