ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსებში მონაწილეობის პირობები
2015-11-21 12:05:52პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აცხადებს კონკურსებს. გადაიღე ფოტო, ვიდეო ან შექმენი საინფორმაციო პოსტერი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე და მოიგე საინტერესო პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას და მოქალაქეთა ჯგუფს;
- კონკურსები გამოცხადდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფიციალური ვებგვერდის www.personaldata.ge-ის საშუალებით, გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილი აპარატის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გახდება.
- საკონკურსო ნამუშევრის გამოგზანით, პირი ეთანხმება კონკურსის პირობებს;
- საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად მიმართული უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე;
- ფოტო და ვიდეოკლიპის გადაღება შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით;
- ვიდეოკლიპის ფორმა შეზღუდული არ არის, შეგიძლიათ აარჩიოთ მოკლე ფილმი, ვიდეომიმართვა, ფოტოკოლაჟი, ინტერვიუ, ანიმაცია, სკეტჩი და ა.შ, ვიდეოკლიპების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
- საკონკურსო ფოტო, ვიდეო და პოსტერი გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე - press@pdp.ge, ვიდეოკლიპის ატვირთვა შეიძლება youtube-ზე და მისი ბმულის გამოგზავნა;
- ჩვენთან გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ: თქვენი სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის ნომერი;
- საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნიდან 24 საათში გაივლის მოდერაციას და განთავსდება ინსპექტორის აპარატის ფეისბუქ გვერდზე; ამის შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ წერილობით ელექტრონულ მისამართზე;
- არათემატური, უცენზურო, დისკრიმინაციული გამონათქვამების ან ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები არ მიიღება;
- ერთ ადამიანს სამივე კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენის უფლება აქვს;
- საკონკურსო ნაშრომზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი იტოვებს საკონკურსო ნაშრომის მთლიან ან ნაწილობრივ გამოყენების უფლებას აპარატის სარეკლამო და საინფორმაციო მასალებში მათი ავტორების მითითებით;
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2016 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
კონკურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 242 1000, ან მოგვწერეთ press@pdp.ge-ზე.
სამივე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიაში:
- ხალხის რჩეული - like
- ჟიურის რჩეული
- ინსპექტორის რჩეული
კონკურსების გამარჯვებულები 2016 წლის 25 იანვარს დასახელდებიან, დაჯილდოვება კი 2016 წლის 28 იანვარს, პერსონალური მონაცემების დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართება.
სამივე კონკურსის 9-ვე გამარჯვებულს გადაეცემათ პრიზები: ფოტო და ვიდეოკამერები, პლანშეტები, სმარტფონები.
კონკურსების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თემის პოპულარიზაციაში მეტი ადამიანის ჩართულობა.
კონკურსების პარტნიორები არიან: ინოვაციების და რეფორმების ცენტრი IRC და European Law and Human Rights International Law Institute საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.
ნუ დაკარგავ დროს, შემოგვიერთდი დღესვე და გახდი გამარჯვებული!