პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსებს იწყებს

2015-11-21 12:04:56
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე აცხადებს ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსებს - „დაიცავი შენი პერსონალური მონაცემები“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია; საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად მიმართული უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე; ფოტო და ვიდეოკლიპის გადაღება შესაძლებელია როგორც ვიდეო და ფოტოაპარატით, ასევე მობილური ტელეფონით;

კონკურსებს 9 გამარჯვებული ეყოლება, სამივე კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში გამოვლინდებიანი:

  • ხალხის რჩეული - ე.წ. like
  • ჟიურის რჩეული
  • ინსპექტორის რჩეული

საკონკურსო ნამუშევრებ მიიღება 2016 წლის 20 იანვრის ჩათვლით. კონკურსების გამარჯვებულები 2016 წლის 25 იანვარს დასახელდებიან, დაჯილდოვება კი 2016 წლის 28 იანვარს, პერსონალური მონაცემების დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსების გამოცხადების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თემის პოპულარიზაციაში მეტი ადამიანის ჩართულობა“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

კონკურსების პარტნიორები არიან: ინოვაციების და რეფორმების ცენტრი IRC და European Law and Human Rights International Law Institute საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.