თამარ ქალდანის სამძიმრის წერილი

2015-11-16 12:03:03

ქალბატონო ფალკ-პიეროტან,

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ღრმა მწუხარება გასულ კვირას პარიზში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვთქვა სამძიმარი თქვენი, ფრანგი ხალხის, განსაკუთრებით კი, დაზარალებულთა და მათი ოჯახების მისამართით.

ქალბატონო კომისარო, გთხოვთ, წინამდებარე წერილი მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დასტურად თქვენი, საფრანგეთის რესპუბლიკისა და ფრანგი ხალხის მიმართ.

 
პატივისცემით,
თამარ ქალდანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი