ქუთაისსა და ბათუმში ტრენინგები გაიმართა

2015-11-16 12:01:28

 

2015 წლის 12-13 ნოემბერს ქუთაისისა და ბათუმის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) დემოკრატიის სკოლებში პერსინალურ მონაცემთა დაცვის თემასთან დაკავშირებით ტრენინგები გაიმართა. ინსპექტორის აპარატმა დემოკრატიის სკოლებში შეხვედრები ბათუმის დემოკრატიის სკოლაში სტუმრობით დაასრულა. ქუთაისსა და ბათუმში ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პროექტების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა. ტრენინგების მიზანი იყო პროექტის მონაწილეებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის, ინსპექტორის აპარატის ფუნქციების, საქმიანობისა და კანონმდებლობის გაცნობა. ტრენინგს ესწრებოდნენ: ბათუმის თვითმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მონაცემთა დმუშავების საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, მისი რეგულაციები, მოქალაქეთა უფლებები და სხვა.

აუდიტორიის შეკითხვები შეეხებოდა მონაცემთა გასაჯაროების და ხელმისაწვდომობის საკითხებს, სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმებს, სოციალურ ქსელში მონაცემების დაცვას და იმას თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მიმართონ ინსპექტორს.

შეგახსენებთ, რომ ისნპექტორის აპარატი ყოველი თვის ბოლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ატარებს ტრენინგს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით“ დაინტერესებული პირებისათვის.