გორსა და თელავში ტრენინგები გაიმართა
2015-11-07 12:00:27

შეხვედრებზე ისაუბრეს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესახებ , ინსპექტორის აპარატის როლსა და ფუნქციებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.

გორსა და თელავში შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. აუდიტორიის შეკითხვები შეეხებოდა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და ხელმისაწვდომობის საკითხებს, მორალური ზიანის არიდებას, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმებს, სოციალურ ქსელში მონაცემების დაცვას და სხვა.
შემდეგი შეხვედრები 12 და 13 ნოემბერს, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში გაიმართება.