პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
2015-10-30 11:58:16


ტრენინგის მონაწილეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: კომპიუტერული მონაცემების დამუშავება, ვიდეოთვალთვალი, სარეკლამო შეყობინებებზე უარის თქმის მექანიზმი და სხვა. ტრენინგზე განიხილეს პრაქტიკაში დაფიქსირებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონკრეტული დარღვევები.
როგორც ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნეს, ტრენინგზე განხილული თემები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ახალი ინიციატივით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს თემით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი იმართება, რომელზე დასწრებაც უფასოა. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის მიყევით ამ ბმულს http://app.pdp.ge/Training.