პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა Freedom House-ის 2015 წლის ანგარიშში მოხვდა
2015-10-29 11:57:03

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ინსპექტორის დამოუკიდებლობის გაზრდილი ხარისხი და კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესი.
ანგარიშში ასევე ყურადღება არის გამახვილებული ინსპექტორის გაზრდილ მანდატზე - სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საზედამხედველო ფუნქციის თვალსაზრისით და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორის უფლებამოსილების კერძო სექტორზე სრულ გავრცელებაზე.
ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდზე