თამარ ქალდანი "თავისუფალ დემოკრატებს" შეხვდა

2015-10-26 11:55:59
2015 წლის 25 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატების“ წევრებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტებს და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს პირად ცხოვრებაში ჩარევის შესახებ.

„საჯარო სივრცეში ასეთი ინფორმაცის ჩვენემა ჩემთვის პირადად მიუღებელია, ისევე როგორც ნებისმიერი გაზიარების ფაქტი. ეს ვიდეოკადრები არის კონკურეტული დანაშაულის მტკიცებულება და ის თავის დროზე ვერ ქნებოდა განადგურებული, რადგან წარმოადგენდა ფაქტებს, ძალიან მძიმე დანაშაულის შესახებ" - აღნიშნა თამარ ქალდანმა.

ინსპექტორმა ასევე დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია ყველა ტიპის შანტაჟი, რომელიც შეიძლება პირადი ცხოვრებით მანიპულირებას ეფუძნებოდეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - კურიერი 6 სთ-ზე