თამარ ქალდანის კომენტარი ინტერნეტში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე

2015-10-19 11:50:28
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა 17 ოქტომბერს ინტერნეტში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე კომენტარი გააკეთა.

"ვინაიდან შსს-მ დაიწყო ამ მასალის გავრცელების ფაქტზე გამოძიება, ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ბუნებრივია, უნდა დადგინდეს საიდან მოხდა ამ მასალის გავრცელება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გუშინ ისმოდა კითხვები, რატომ არ იყო ეს მასალა განადგურებული. კიდე ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მასალა, რომელიც მიანიშნებდა დანაშაულის ჩადენაზე, მით უმეტეს, როდესაც საუბარია წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემცველ მასალაზე, რა თქმა უნდა, არ განადგურდებოდა. მაშინ განადგურდა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც შეიცავდა მკვეთრად ინტიმური ურთიერთობის ამსახველ კადრებს და არაფერი იმ კადრებში არ მიანიშნებდა იმ პირების შესახებ, ვინც ამ ჩაწერას ახორციელებდა. აქედან გამომდინარე მასალის ძალიან დიდი ნაწილი გადაცემული აქვს პროკურატურას გამოძიებისთვის" - განაცხადა თამარ ქალდანმა.

ტელეკომპანია "იმედი" - ქრონიკა 14:00 სთ-ზე, 18.10.2015

ტელეკომპანია "რუსთავი 2" - კურიერი 15:00 სთ-ზე, 18.10.2015

ტელეკომპანია "მაესტრო" - კონტაქტი 15:00 სთ-ზე, 18.10.2015

1 არხი, მოამბე 14:00 სთ-ზე, 18.10.2015