‎ინსპექტორის‬ აპარატი „ფუდმარტში“ დასაქმებულთა მონაცემებთა დამუშავების კანონიერებას სწავლობს

2015-10-15 11:48:24

2015 წლის ოქტომბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო სს „ფუდმარტის“ შემოწმება საქართველოს თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის წერილის საფუძველზე.

ინსპექტორისთვის გაგზავნილ წერილში ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ სს „ფუდმარტის“ ობიექტებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით, ასევე შენობებში შესვლა-გასვლის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავებით, ირღვევა კომპანიაში დასაქმებულთა უფლებები.

ინსპექტორის აპარატმა დაიწყო სს „ფუდმარტის“ ინსპექტირება, ხდება კომპანიის კუთვნილ ობიექტებში ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების და შენობაში (სამუშაო ადგილზე) შევლისა და შენობიდან (სამუშაო ადგილიდან) გამოსვლის აღრიცხვის მიზნით დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა.

„სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ჩვენ ვსწავლობთ სს „ფუდმარტში“ დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემების დამუშავების საკითხს, ისევე როგორც მოქალაქის წერილის საფუძველზე შპს "ნიკორა თრეიდის“ მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემების გამოყენების კანონიერებას “ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში