გრძელდება ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2015-10-09 11:46:00

2015 წლის 9 ოქტომბერს ქ. ქუთაისის იუსტიციის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური სამსახურების თანამშრომლებისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ინსპექტორის აპარატის უფროსი იურისტი ეკა გორდაძე უძღვებოდა. ტრენინგებზე განიხილეს ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა, მონაცემთა დაცვის პრინციპები და საფუძვლები, მონაცემთა შენახვის ვადები, ფაილური სისტემების კატალოგის რეესტრი და მონაცემთა სუბიექტის უფლებები.

ეს იყო რიგით მესამე ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელიც პროექტ ENIGMMA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. წლის ბოლომდე სამინისტროს წარმომადგენელთათვის დაგეგმილია კიდევ ორი ტრენინგი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ჩაატარებენ.