საქართველოს პროკურორებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვაზე ტრენინგები ჩატარდა

2015-06-16 11:13:26

დასრულდა პერსონალურიმონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის, რომელიც ერთობლივად ტარდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საქართველოს პროკურატურის მიერ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხრიდან ტრენინგებს უძღვებოდა ინსპექტორის აპარატის პროექტების მენეჯერი ნატა მიქელაძე.

ტრენინგებზე დეტალურად განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომელიც პროკურატურის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მათ შორის მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა შენახვის ვადები, ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრული მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა, მონაცემთა გასაჯაროება.

საქართველოს პროკურატურაში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე 3 ტრენინგი გაიმართა.

ინსპექტორის აპარატი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს რეგულარულად მართავს.