პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახალხო დამცველს შეხვდა

2015-06-08 11:11:57

2015 წლის 5 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და მისმა მოადგილემ ნიკა ბრეგვაძემ აპარატის ახალ ოფისში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და მის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

სტუმრებმა დაათვალიერა აპარატის ოფისი, გაეცნენ მის მუშაობას, ხელი მოაწერეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვის დეკლარაციას.

ინსპექტორმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოქალაქეთა კონფიდენციალობის დაცვა, ციხეში ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული მასალის დამუშავების საკითხები, განსაზღვრეს შემდეგომი თანამშრომლობის სფეროები და თემები.

თამარ ქალდანმა სახალხო დამცველს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „არსებობს ბევრი საკითხი და თემა, რომელზეც ერთობლივი მუშაობა და კოორდინაცია არის საჭირო, რათა ჩვენი მუშაობა თითეული მოქალაქისთვის უფრო ეფექტური და შედეგიანი იყოს“.

იხილეთ ფოტოგალერეა.