ინსპექტორის აპარატში ლიბცენტრის სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა

2015-05-29 13:07:34

2015 წლის 29 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ ლექცია გაიმართა.

ლექცია ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძემ და აპარატის იურისტმა სალომე ბახსოლიანმა წაიკითხეს.

ლექციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - რა არის პერსონალური მონაცემები, როგორია ყოველდღიურობაში მონაცემების დამუშავება, რატომ უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა სად, რატომ და რა მიზნით ხდება მათი მონაცემების დამუშავება, ასევე მოქალაქეთა უფლებები და მათი რეალიზაციის მექანიზმები.

"მსგავსი ლექციები ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, გვსურს სტუდენტებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მათ უფლებებზე, რა უნდა გაითვალისწინონ, როცა მათ პერსონალურ მონაცემებს სხვებს უზიარებენ ან გადასცემენ, ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეუძლიათ მიმართონ ინსპექტორს. სტუდენტები იყვნენ ჩართულები, დაინტერესებულები და ქონდათ ბევრი შეკითხვა როგორც უშუალოდ ჩვენი სამსახურის საქმიანობაზე, ასევე მონაცემთა დამუშავებაზე" - აღნიშნა ნიკა ბრეგვაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა.