საჯარო ლექცია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტებისთვის

2015-05-27 13:06:33

2015 წლის 29 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ლიბერლიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ ლექცია გაიმართება.

ლექციას ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე და აპარატის იურისტი სალომე ბახსოლიანი გაუძღვებიან.

ლექციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - რა არის პერსონალური მონაცემები, როგორია ყოველდღიურობაში მონაცემების დამუშავება, რატომ უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა სად, რატომ და რა მიზნით ხდება მათი მონაცემების დამუშავება, ასევე მოქალაქეთა უფლებები და მათი რეალიზაციის მექანიზმები.

ინსპექტორის აპარატი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს, რომელიც სხვადასხვა პერიოდულობით ინსპექტორის აპარატის ოფისში გაიმართება, მისამართი: ნ.ვაჩნაძის ქ.#7.