2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

2015-03-16 13:03:42

2015 წლის 17 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს.

მოწვეულ სტუმრებo და მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან 2014 წლის განმავლობაში აპარტის მიერ გაწეულ საქმიანობას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული შემოწმებების და გაწეული კონსულტაციის შედეგებს და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.