პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა

2015-05-18 13:02:42

2015 წლის 18 მაისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ახალ მისამართზე იწყებს მუშაობას - ნატო ვაჩნაძის ქუჩა #7, მეორე სართული, 0105, თბილისი.

ინსპექტორის აპარატი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს, დილის 9:00-დან საღამოს 19:00 საათამდე, ხოლო ახალ მისამართზე კორესპონდენციის მიღება იწარმოებს 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში 2013 წლის 1 ივლისს შეიქმნა და მისი მიზანია პერსონალური მონაცემების მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.