პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2015-04-23 12:52:09

2015 წლის 22 აპრილს სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატა მიქელაძემ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. ნატა მიქელაძემ ტრენინგზე ისაუბრა და განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა სუბიექტთა უფლებები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მნიშვნელობა, მიმოიხილა სპეციფიური რეგულაციები, მათ შორის ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრული მიონაცემების მიღებისა და დამუშავების საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა მაწონასწორებელ უფლებებზე, რაც გულისხმობს გამოხატვის თავისუფლებას, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

„ტრენინგის ინიციატორი სახალხო დამცველის ოფისი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ქონდეთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის და ინსპექტორის აპარატის საქმიანობის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ასევე მსჯელობა თემაზე - საჯარო ინფორმაცია და პერსონალური მონაცემების დაცვა, პერსონალური მონაცემების გავრცელება მედიაში“ - აღნიშნა ნატა მიქელაძემ.