საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

2015-01-29 12:48:13

პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მასშტაბური საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა, რომლის მთავარი გზავნილი იყო - პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია.

საქართველოს 5 დიდ ქალაქში - თბილისშიბათუმშიქუთაისშიზუგდიდსა და გორში, იუსტიციის სახლებში მოქალაქეებისთვის საინფორმაციო ფლაერები დარიგდა და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, პარალელურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივიცენტრებში: სართიჭალაშიყვარელწყალშიმანგლისშიმეჯვრისხევსა და გომში მოხდა საინფორმაციო ფლაერების გავრცელება.

ამ დღესთან დაკავშირებით საჯარო ბიბლიოთეკაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს აუხსნეს თუ რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ არის მნიშვნელოვანი თითეულმა მოქალაქემ იცოდეს მისი უფლებების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა მედია საშუალებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა, ეს დღე ევროპის საბჭოს 2006 წლის შემდეგ აღინიშნება. 28 იანვარს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საინფორმაციო კამპანიები ევროპის ქვეყნებშიც გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა;

მედია ღონისძიების შესახებ: