2014 წელს ინსპექტორის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკა

2014-12-31 12:42:22

2014 წელი საქართველოსთვის და ჩვენი აპარატისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკური ნება, საზოგადოების მაღალი ინტერესი, კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის გაზრდა ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

2015 წელი ახალი გამოწვევების წელია. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა როგორც კანონმდებლობის დახვეწაზე, ისე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ქმედითი მექანიზმების დანერგვაზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების, ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესი გახდეს შეუქცევადი და უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს.

ინიციატივა გეკუთვნით თქვენ, აქტიურ მოქალაქეებს, ვისთვისაც ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ჩვენი აპარატი თქვენი უფლებების სადარაჯოზე დგას. გვჯერა, რომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომა, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ძალისხმევა გააუმჯობესონ მონაცემთა დაცვის სტანდარტები, შედეგს გამოიღებს და საზოგადოების მოლოდინის გამართლებას შევძლებთ.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ნაყოფიერ და წარმატებულ 2015 წელს გისურვებთ!

თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი