პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 108 კონვენციის მოდერნიზაციის კომიტეტის (CAHDATA) მუშაობაში მონაწილეობს

2014-12-01 12:35:17

2014 წლის 1-3 დეკემბერს, საფრანგეთის ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hocკომიტეტის (CAHDATA) მე-3 სხდომა იმართება, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

კომიტეტის მე-3 სხდომაზე წარმოგენილები არიან როგორც კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ასევე დამკვირვებლების სტატუსით არგენტინის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება ევროპის საბჭოს 108 კონვენციის განახლებული ვერსია და განმარტებითი ბარათი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს არეგულირებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2013 წლის 10 ივლისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის მოდერნიზაციისა და მისი განმარტებითი ბარათის შემუშავების მიზნით შეიქმნა.