პრაღაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიებზე იმსჯელეს

2014-11-13 12:31:18

2014 წლის 6 ნოემბერს, ქ. პრაღაში ჩატარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებების რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, ალბანეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ესტონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს წარმოადგენდა გიორგი ჯოხაძე.

რეგიონული შეხვედრა დაეთმო სამ ძირითად თემატიკას: კერძო სექტორში თაღლითობის გამოვლენის მექანიზმები; თაღლითობასთან ბრძოლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მამხილებელთა დაცვის კონტექსტში. სამივე თემატიკაზე, პრეზენტაციები და დისკუსია გაიმართა როგორც თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყებათა, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო რეგულირების იმ სირთულეებს, რომლებიც ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის ეს დისკუსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამგვარი ხარვეზების გამოვლენისა და მათ გადასაჭრელად შესაძლო საკანონდებლო ცვლილებების მომზადების კუთხით.