1 ნოემბრიდან ინსპექტორის უფლებამოსილება კერძო სექტორზე ვრცელდება

2014-11-01 12:22:59

2014 წლის 1 ნოემბრიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი სრულად გავრცელდება კერძო სექტორზე, რაც ამავე დროს ნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატის სრულად გავრცელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ.

ინსპექტორს უკვე შეუძლია მოქალაქის განცხადების ან საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ნებისმიერი კერძო ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ზომები, მათ შორის, ჯარიმა.

1 ნოემბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა, შეუძლია განცხადებით მიმართოს ინსპექტორს.