ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში საბჭოთა წარსულის კვლევის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

2014-10-07 12:02:03

 

 

 

 

2014 წლის 7 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა საბჭოთა კვლევებისთვის საარქივო-სამუზეუმო სივრცის ხელმისაწვდომობის თემაზე.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, არქივების წარმომადგენლებმა, მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა. არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ მსჯელობაში მონაწილეობდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

 

 

 

 

 

თამარ ქალდანის მოხსენება შეეხებოდა სახელოვნებო, ლიტერატურული, ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობისა და გარდაცვლილი პირთა მონაცემების დამუშავების საკითხებს.

ორგანიზატორების თქმით, მრგვალი მაგიდის მიზანი იყო საბჭოთა წარსულის კვლევისადმი სამეცნიერო წრეების, ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების ინტერესის გაზრდა და უახლოეს წარსულზე მსჯელობის ხელშეწყობა.