შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლობასა და ევროპელ ექსპერტებთან

2014-09-24 11:52:32

2014 წლის 24 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და აპარატის თანამშრომლები საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობასა და ევროპელ ექსპერტებს ჯოზეფ კანატაჩის და გრეჰამ სატონს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გარე კონტროლის მექანიზმები, ინსპექტორის აპარატის მიერ საზედამხვედველო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის საკითხები.

ხვალ, 25 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, ექსპერტების მონაწილეობით კონფერენცია გაიხსნება