შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ტრენინგები ტარდება
2014-05-29 11:44:282014 წლის 28-30 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამდღიან ტრენინგს ატარებს.
ტრენინგი ტრენერებისთვის არის განკუთვნილი და მას აპარატის სწავლებისა და ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვება.
ტრენინგის მიზანია სამინისტროს თანამშრომლების სწავლება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა მათ შემდგომში შეძლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლეთათვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა ბაზებთან, ვიდეოთვალთვალის სისტემასთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან, ბიომეტრულ მონაცემთა შენახვა/დამუშავებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვა თემებს. ტრენინგზე განიხილეს კონკრეტული მაგალითები.
„ეს ტრენინგები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტორის ინიციატივით. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სტურქტურისთვის, რადგანაც იგი პერსონალური მონაცემების მსხვილი დამმუშავებელი“’ - ამბობს ნატალია მიქელაძე.
შსს-ს განცხადებით, მომავალში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგები სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და სსიპ-ების წარმომადგენელთათვის ჩატარდება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო დაწესებულებების ცნობიერების ამაღლებაა.