ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს
2014-05-21 11:37:212014 წლის 20-25 იანვარს თბილისში იყოფებოდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუიჟნეკსი. ვიზიტისა ფარგლებში იგი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. გარდა ამისა, მან შეხვედრები გამართა სახალხო დამცველთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.
თამარ ქალდანმა კომისართან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, აპარატის შექმნის დღიდან გაწეული საქმიანობის და უკანონო მიყურადებისა და და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ.
ნილს მუიჟნეკსის საქართველოში ვიზიტის ანგარიში 2014 წლის 12 მაისს გამოქვეყნდა და მასში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე.
„უნდა გადაიდგას ნაბიჯები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დასაცავად; მათ შორის, ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა, უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის ფლობის კრიმინალიზაცია და კერძო პირთა ხელში ჩავარდნილი ამგვარი მასალის ამოღება. ფარული თვალთვალი, ტექნიკური საშუალებებით თუ მათ გარეშე, უნდა დარეგულირდეს კანონით და ნებისმიერი ამგვარი ქმედება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადო სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ“ - აღნიშნულია ანგარიშში.
კომისარი მიესალმება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შექმნას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის სათანადო რესურსით უზრუნველყოფა.
ანგარიშის ინგლისური და ქართული ვერსიების შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე.