საქართველოს კონსულებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
2014-08-29 11:34:522014 წლის 26 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს კონსულებისთვის საზღვარგარეთ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
ოთხსაათიან ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა. მან კონსულებს გააცნო არსებული კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
ტრენინგის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კონსულებს ქონდათ კონკრეტული შეკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალურ მონაცემების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა, ასევე როგორია ინფორმაციის გადაცემისთვის აუცილებელი პროცედურები, უნდა გადასცენ თუ არა საკონსულოს წარმომადგენლებმა კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები მის ახლობლებს და ნათესავებს და სხვა.
ნატალია მიქელაძის თქმით, მნიშვნელოვანია კონსულებს ჰქონდეთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებსა და კანონმდებლობაში გათვალისწინებულ რეგულაციებზე. „იმედი გვაქვს დღევანდელი ტრენინგი მათ პრაქტიკულ საქმიანობას გაუადვილებს, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა მათ მიერ დასმულ ყველ შეკითხვაზე. ინსპექტორის აპარატი მზადაა ნებისმიერ დროს კონსულტაცია გაუწიოს კონსულებს კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით“ - აღნიშნა მან.
კონსულებისთვის გამართული ტრენინგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და იგი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მიგრაციის თემაზე ჩატარებული ტრენინგის შემადგენელი ნაწილი იყო