პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ პირველი ანგარიში მთავრობას დღეს წარედგინება
2014-03-12 14:07:05დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.
ანგარიში 13 მარტს ოფიციალურად გამოქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე, ხოლო მომავალ კვირაში გაიმართება მისი პრეზენტაცია საზოგადოებისა და მედიისათვის.