დაინტერესებული პირები ინსპექტორის აპარატს კიდევ ერთ ნომერზე დაუკავშირდებიან

2014-03-07 13:51:51

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ყოველდღიურად კონსულტაციისთვის არაერთი მოქალაქე, კერძო თუ საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი უკავშირდება. რამდენიმე ზარზე პარალელურ რეჟიმში რეაგირების მიზნით, 7 მარტიდან ამოქმედდა კიდევ ერთი ნომერი. დღეიდან, აპარატს შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ტელეფონზე: +(995 32) 242 1000.