შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

2014-02-22 13:49:06

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის 2014 წლის 15 თებერვალს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე 15-16 და 22-23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ინსპექტორის აპარატისა და შსს-ს სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივი ტრენინგი გამართეს.
ღონისძიების მონაწილეები - შსს სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და სსიპების მოსამსახურეები - ტრენინგის ფარგლებში გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა ბაზებთან, ვიდეოთვალთვალის სისტემასთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან, ბიომეტრულ მონაცემთა შენახვა/დამუშავებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ტრენინგის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქცია.