პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2013-12-20 13:24:462013 წლის 20 დეკემბერს, სასტუმროში „Courtyard Marriott” პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით ეფექტური მექანიზმებისა და სათანადო გარანტიების შექმნის ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრაზე მოხდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია; განხილულ იქნა მონაცემთა ბაზებთან წვდომის, თითის ანაბეჭდების, დნმ-ის კოდის, თვალის ბადურის გამოსახულების და სხვა ბიომეტრულ მონაცემთა შეგროვების და დამუშავების, ასევე საზღვარგარეთ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროების, სააგენტოების, მერიის, სადაზღვევო კომპანიების, საბანკო სექტორის, მსხვილი იურიდიული კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.