პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების საკითხის შესწავლა დაასრულა
2013-11-11 13:17:31პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების საკითხის შესწავლა დაასრულა.
9 გვერდიანი დასკვნა სასჯელაღასრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ვიდეო/აუდიო მეთვალყურეობის პროცესის ადგილზე გაცნობის, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზის შედეგად მომზადდა.
დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მოიცავს დეტალურ რეკომენდაციებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, სასჯელაღსრულების სისტემაში ერთიანი პოლიტიკის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრების შესახებ.