სტრასბურგში ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) 30-ე პლენარული სხდომა გაიხსნა

2013-10-15 13:16:15

2013 წლის 15 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) 30-ე პლენარული სხდომა გაიხსნა, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 108 კონვენციისხელშემკვრელი მხარეები დაესწრნენ. სხდომაზე განიხილებოდა როგორც აღნიშნული კონვენციის მოდერნიზაციის საკითხი, ასევე დასაქმების მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციის პროექტი, სამართალდამცავი სექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების რეგულაციების განახლების საჭიროება, რეკომენდაცია სამედიცინო მონაცემების შესახებ და სხვ.