პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით

2016-09-14 11:23:29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას.
თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ.