პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელ საგანგებო განცხადებას ეხმაურება
2014-05-06 10:54:03პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ტელეკომპანია
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის დღევანდელ საგანგებო განცხადებას ეხმაურება.
ინსპექტორის განცხადებით, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას და დანაშაულს.
ინსპექტორის მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება.