პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოშიმშილე პატიმრების ვინაობის და ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2012-12-20 10:49:31
დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რამდენიმე მოშიმშილე პატიმრის ვინაობა და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
სამინისტრო დაუკავშირდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მასთან კონსულტაციის შედეგად სწრაფად მოახდინა რეაგირება და გავრცელებული ინფორმაცია ვებ-გვერდიდან მოიხსნა.
გამოქვეყნებული მონაცემების სენსიტიურობიდან გამომდინარე, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს მედია - საშუალებებს, თავი შეიკავონ პატიმრების პერსონალური მონაცემების გავრცელებისგან.