მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-11-17 11:30:00ირლანდიის ცენტრალური ბანკი წარმოადგენს მონაცემთა მსხვილ დამმუშავებელს, რომელიც ათასობით ბენეფიციარის პირად ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს.
როგორც ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისრის (“DPC”) მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, ბანკი ინახავდა მონაცემთა სუბიექტების შესახებ ინფორმაციას იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს “GDPR”-ით არის დაშვებული.
აღნიშნული დარღვევა უკავშირდება ცენტრალურმა ბანკის მიერ ცენტრალურ საკრედიტო რეესტრში (CCR) ბენეფიციარების მონაცემების შენახვას დასაშვებზე 3 თვეზე მეტი დროით.
სულ მცირე 20 000 პირის საკრედიტო ისტორია ხელმისაწვდომი იყო ბანკისთვის მაშინ, როდესაც აღნიშნული მონაცემი უნდა წაეშალათ.
დარღვევის შედეგად, ბანკს შესაძლოა დაეკისროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯარიმა, რაც კი ოდესმე ყოფილა გამოყენებული საჯარო ორგანოს მიმართ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევისთვის.
აღნიშნული საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად მსოფლიო პრაქტიკა.