მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-09-29 14:15:44პლატფორმა “X”, წარსულში ცნობილი როგორც “Twitter”, მომხმარებელთა შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.
სოციალურმა ქსელმა განაახლა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომლის თანახმად, იგი ბიომეტრულ მონაცემებსა და დასაქმების ისტორიას შეაგროვებს.
აპლიკაციების ერთ-ერთი დეველოპერის დასკვნების თანახმად, “X”-ი გეგმავს „გასაღების“ (“passkeys”) მხარდაჭერის გაშვებას, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობის თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის მექანიზმის ან პინის გამოყენება ანგარიშში შესასვლელად.
“X” ბიომეტრული მონაცემებისა და დასაქმების ისტორიის შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ მოცემულ ბმულზე.