მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-05-17 17:19:09კალიფორნიის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ სოციალურ ქსელ “Facebook”-ს დაზარალებული მომხმარებლებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.
2018 წელს, “Facebook”-მა 87 მილიონი მონაცემთა სუბიექტის პირად ინფორმაციაზე წვდომა, მათი თანხმობის გარეშე, გადასცა ანალიტიკურ ფირმას.
კომპანია პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით სწავლობდა მომხმარებლების ფსიქოლოგიურ ქცევას, რის შემდგომაც იგი ზეგავლენას ახდენდა მათი, როგორც ამომრჩევლის არჩევანზე.
“Meta” შესაბამის ანაზღაურებას მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს გადასცემს. ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან ვრცლად 👉 მსოფლიო პრაქტიკა / აპრილი